05 მაისი 2024,   05:56
ვრცლად
აგვისტოს ომის მე-10 წლისთავზე ოკუპირებულ ცხინვალში ვლადიმერ პუტინს ელოდებიან

აგვისტოს ომის მე-10 წლისთავზე ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ვლადიმერ პუტინს ელოდებიან.

განცხადება საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა გაზეთ იზვესტიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ანატოლი ბიბილოვის თქმით, დამოუკიდებლობის დღის აღიარების აღსანიშნავად ცხინვალში, რუსეთის პრეზიდენტთან ერთად, პრემიერი დიმიტრი მედვედევიც მიიწვია, რომელმაც 2008 წელს სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარების განკარგულებას მოაწერა ხელი.

ცხინვალში რუსეთის თავდაცვის მინისტრსა და ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერსაც ელიან.

ინტერვიუს დროს ანატოლი ბიბილოვმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილიც ილაპარაკა.

ბიბილოვმა ქართველები ე.წ. საზღვარზე პროვოკაციების მოწყობაში დაადანაშაულა.

დღის ამბები