20 აპრილი 2024,   10:15
ვრცლად
გივი ჭიჭინაძე 57.86%, გიგი უგულავა 38.38% - ცესკო-ს წინასწარი მონაცემები

ვანისა და ხონის 60-ვე უბნის წინასწარი მონაცემები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გვიან ღამით გამოაქვენდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გივი ჭიჭინაძეს 57.86% აქვს, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს გიგი უგულავას - 38.38%. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მათ საერთო ჯამში ამომრჩეველთა ხმების 4 პროცენტის მოგროვებაც ვერ შეძლეს. არჩევნებში საკუთარი კანდიდატი სულ 5 პარტიას და საინიციატივი ჯგუფს ჰყავდა წარმოდგენილი. ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი ისევე, როგორც ხმის დათვლის პროცედურა მშვიდ ვითარებაში ჩატარდა.

დღის ამბები