18 აპრილი 2024,   22:45
ვრცლად
"ჩამოვიდა ძალიან ბევრი შავი ჯიპი, ძალიან ბევრი ფულით," - უგულავა "ქართულ ოცნებას" ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს

ვანისა და ხონი მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. "ევროპული საქართველოს“ წევრი ამბობს, რომ გარდა გამგეობების წარმომადგენლებისა, „ქართული ოცნების" კანდიდატმა შეძლო გამარჯვება იმ ფულადი რესურსის საშუალებით, რომელიც ბოლო დღეებში რაიონში შავი ჯიპებით ჩამოჰქონდათ.

„მთელ რიგ სოფლებში ჩვენ გავიმარჯვეთ და სამწუხაროდ, ქალაქებში სადაც "ქართული ოცნების"  ადმინისტრაციული რესურსია მობილიზებული, სადაც არის დასაქმებული გამგეობის, სიპების, აიპების თანამშომლები მათი ნათესავები ძირითადად ამათ ხარჯზე ახდენს "ქართული ოცნება" უკვე მერამდენე წელია არჩევნებში მანიპულირებას. ამას ემატება ძალიან სამწუხარო რამ, რომ ბოლო ორ დღეში ჩამოდის ძალიან ბევრი შავი ჯიპი, ძალიან ბევრი ფულით და ხდება ველაზე ამაზრზენი რამ, მანიპულირება ჩვენი გაღატაკებული მოსახლეობით,“ - განაცხადა გიგი უგულავამ და აღნიშნა, რომ ის არ მისცემს საშუალებას გივი ჭიჭინაძეს, რომ  პარლამენტში ხელფასი აიღოს პენსიის მსგავსად და აიძულებს, რომ შეასრულოს ის დანაპირები, რაც მოსახლეობას მისცა.

რაც შეეხება გამარჯვებულ კანდიდატს, გივი ჭიჭინაძე ამომრჩეველს მადლობას უხდის.

“ვიცი, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ავიღე თავზე, რომ ხონის და ვანის წარმომადგენელი ვიყო პარლამენტში და დიდი მადლობა ყველა ამომრჩეველს, ვინც ჩვენს სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი,“-განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემების მიხედვით „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ ხმათა 57.86% მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ  38.38%. ამ მონაცემების მიხედვით მეორე ტურის ჩატარების საჭიროება აღარ არსებობს. 

დღის ამბები