24 ოქტომბერი 2024,   00:13
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეა უმსხვილეს ბირთვულ პოლიგონს მაისში დახურავს

ჩრდილოეთ კორეა პუნგერიში მდებარე უმსხვილეს ბირთვულ პოლიგონს მაისში დახურავს და ობიექტის საჯარო დემონტაჟის პირობას დებს. კიმ ჩენ ინის გადაწყვეტილების შესახებ განცხადება სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაკეთდა. სეულის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ბირთვული ობიექტების დემონტაჟის პროცესზე სამხრეთ კორეის დელეგაციას, საერთაშორისო ექსპერტებს და მედიას მიიწვევს. სეულში ისიც აღნიშნეს, რომ ისტორიულ სამიტზე, კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ თუ შეერთებული შტატები მზად არის დაასრულოს ომი - ფხენიანს ბირთვული იარაღი არ სჭირდება. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის მზად ყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებას უახლოესი 3-4 კვირის განმავლობაში გამართავს. შეხვედრის ადგილად ორი ქვეყანა განიხილება - შვედეთი და შვეიცარია. 

დღის ამბები