01 დეკემბერი 2021,   09:59
ვრცლად
დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მედიის წარმომადგენლებისთვის დაგეგმილ ოფიციალურ სადილს არ დაესწრო  

კიმ ჩენ ინთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა განცხადება მიჩიგანში გააკეთა, სადაც მხარდამჭერებთან საჯარო შეხვედრა გამართა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამ დროს თეთრ სახლში მედიის წარმომადგენლებისთვის დაგეგმილ ოფიციალურ სადილზე უნდა მისულიყო, თუმცა წვეულების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მიჩიგანში გაემგზავრა.

დონალდ ტრამპმა პრეზიდენტების ტრადიცია უკვე მეორედ დაარღვია. მან მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განმარტა, რომ ჟურნალისტები ხშირად ცრუობენ და არა პატიოსან ხალხთან შეხვედრის სურვილი არ აქვს.

პრეზიდენტის არ ყოფნის მიუხედავად წვეულება მაინც შედგა. "თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის სადილს" გავლენიანი ამერიკელი ჟურნალისტები, მედია-კომპანიების ხელმძღვანელები და კინო-დოკუმენტალისტები დაესწრნენ.

დღის ამბები