24 ოქტომბერი 2024,   00:13
ვრცლად
რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის პრეზიდენტს საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად ჯერ არ წამოუყენებია, მან უკვე გამართა პირველი შეხვედრა მოსახლეობასთან.

საარჩევნო აგიტაციისთვის რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ქალაქი იზმირი შეარჩია, სადაც დიდი მხარდაჭერით ლიბერალური ოპოზიციური პარტია სარგებლობს.

სიტყვით გამოსვლის დროს, თურქეთის პრეზიდენტმა ოპონენტებს სეკულარული ოპოზიცია უწოდა და მოსახლეობას 24 ივნისს დაანონსებულ რიგგარეშე არჩევნებზე მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გასულ კვირას დანიშნა.

დღის ამბები