16 აპრილი 2024,   22:45
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის მორიგი ხის ტრანსპორტირებისთვის ანაკლიამდე მიმავალ გზაზე ელექტრობოძებს ხსნიან

სოფელ ერგეთას, დიდ ნეძვსა და ანაკლიასთან დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე ელექტროსადენების ჩახსნა და ძელების დემონტაჟი მიმდინარეობს. მიზეზი ბიძინა ივანიშვილის მორიგი ხეა, რომლის ტრანსპორტირებისთვის გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად იჭრება გზაზე არსებული ხეების ტოტები. ასწლოვანი ჭადრის გადასატანად გზის მოსამზადებელი სამუშაოები მოსახლეობის ღობესთან არსებული ხეების მოჭრასაც გულისხმობს, რასაც ადგილობრივები აპროტესტებენ.  სოფელ ერგეთას მკვიდრი მურთაზ აბულაძე ამბობს, რომ ის, მის ეზოში მდგომი ევკალიპტების ტოტების დაჭრის უფლებას გამგეობის თანამშრომლებს არ მისცემს. მისივე თქმით ადგილობრივი ხელისუფლება სამუშაოებში ხელის შეშლის მოტივით მას სამართლებრივი სანქციებით ემუქრება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ კი მათი კუთვნილი ხეების ტოტებს გამგეობა უნებართვოდ დაჭრის, მაშინ თავადაც მიმართავენ სამართლებრივ გზას და გამგეობის თანამშრომლებს სასამართლოში უჩივლებენ. 

ასწლოვანი ხე სოფლის გამგეობის ეზოდან ამოიღეს, რის გამოც ადგილზე შენობის საძირკველიც დაზიანდა.

დღის ამბები