27 აპრილი 2024,   07:34
ვრცლად
ესპანეთი ფემიციდის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციებმა მოიცვა

ესპანეთი ფემიციდის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. დემონსტრანტები ხელისუფლებისგან სექსუალური მოძალადეების წინააღმდეგ კანონის გამკაცრებას მოითხოვენ. მასშტაბური დემონსტრაციები ქალთა მოძრაობამ მას შემდეგ დაგეგმა, რაც პამპლონას სასამართლომ 18 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.

გახმაურებულ საქმეზე ბრალდებულ 5 პირს სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სასამართლომ დამნაშავეები სექსუალური შევიწროების მუხლით გაასამართლა, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული კი გაცილებით მძიმეა.

მომიტინგეები მოსამართლეს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას ითხოვენ. ამ მიზნით, მათ პეტიციაც შეადგინეს და მილიონზე მეტი ხელმოწერა მოაგროვეს. აქციების ფონზე, პროკურატურამ განაჩენის გასაჩივრების პირობა დადო, ხელისუფლებამ საკანონმდებლო ცვლილებებზე დაიწყო მუშაობა.

დღის ამბები