29 ნოემბერი 2021,   04:12
ვრცლად
დუისში თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი ჩატარდა

დუისში თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი ჩატარდა. ალაზნის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა კახეთში მცხოვრებმა 20-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო. პირველ ადგილზე თემირლან მაჩალიკაშვილის ბიძაშვილი, ისლამ მაჩალიკაშვილი გავიდა. მას 500 ლარი და ცხვარი აჩუქეს. დაკავებული ადგილების შესაბამისი ფულადი თანხა გადაეცათ დანარჩენ გამარჯვებულებსაც.

ღონისძიების დაწყებას წინ უძღოდა ზემო ალვანსა და პანკისში მცხოვრები ახალგაზრდების შერიგება, რომლებიც 2016 წელს ჩატარებული დოღის დროს ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დღის ამბები