19 აპრილი 2024,   18:20
ვრცლად
ხელოვნური ინტელექტი - 24 წლის არჩილ ჭეიშვილი, რომელმაც ამერიკაში ორი კომპანია დააფუძნა

ქართველი ახალგაზრდა, რომელმაც ოკეანეს გადაღმა წარმატებას მიაღწია. 24 წლის არჩილ ჭეიშვილი სკოლის დამთავრების შემდეგ, ამერიკაში გაემგზავრა და იქ ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი დაამთავრა. მან კურსელებთან ერთად, ხელოვნური ინტელექტის ორი კომპანია დააფუძნა.

ახალგაზრდა ეკონომისტი მსოფლიოს ტექნოლოგიურ რევოლუციაში საკუთარი წვლილის შეტანას ცდილობს. არჩილ ჭეიშვილი რამდენიმე წელია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ამერიკაში საკუთარ ბიზნესს უძღვება.

ამერიკული პრესა ხელოვნურ ინტელექტზე სხვადასხვა სტატიებში არჩილ ჭეიშვილისა და კომპანია „პალატინ ანალიტიქსის“ შესახებ წერენ. მისი ყველაზე ამბიციური სამომავლო გეგმა კი ხელოვნური ინტელექტის პერსპექტივაში საქართველოს ჩართვაა.

დღის ამბები