08 დეკემბერი 2021,   06:05
ვრცლად
ივანიშვილის მეორედ მოსვლა-ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ყოფილი პრემიერი "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი არ იქნება

ორად გაყოფილი „ქართული ოცნება“ და დაპირისპირება, რომელზეც მმართველი გუნდი ღიად საუბრობდა საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით დასრულდა. მართალია ე.წ. ძველების და ახლების ომი ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ აღარ მიმდინარეობს, მაგრამ დასრულდება თუ არა მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რთული სათქმელია. მით უფრო მაშინ, როცა ივანიშვილი პოლიტიკაში მის ღიად დაბრუნებას თავად უწოდებდა "მეორედ მოსვლას" და როგორც ჩანს ამჯერად  ყოფილმა პრემიერმა კულისებიდან გამოსვლის გადაუდებელი აუცილებლობა დაინახა.

ექსპერტები თვლიან, რომ ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატი თავად არ იქნება. სპეციალისტები ამბობენ იმასაც, რომ მისი ბოლო ნაბიჯი არაფერს შეცვლის. რადგან ქვეყანას არ აქვს არც მკვეთრად გამოხატული საშინაო პოლიტიკა და არც საგარეო კურსი.

ცნობილია, რომ ივანიშვილი მმართველი პარტიის ფორმირებას, 21-კაციანი პოლიტსაბჭოს შეცვლით დაიწყებს. "ქართული ოცნების" ყრილობა მაისის შუა რიცხვებში გაიმართება. 

დღის ამბები