29 ნოემბერი 2021,   03:18
ვრცლად
ოჯახური ძალადობა - ქმარი საკუთარ მეუღლეს უცხო მამაკაცებთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა

ოჯახური ძალადობა, სადაც მეუღლე საკუთარ ცოლს სხვა მამაკაცებთან  სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა. ქალმა მოძალადესთან ერთად თითქმის 10 წელი გაატარა. 15 წლის ელენე ცოლად 6 წლით უფროს ლაშას გაჰყვა. როგორც თავად ამბობს, სკოლაში მეათე კლასიდან აღარ უვლია და მეუღლე მას სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდა. გოგონას საკუთარ მშობლებთან ურთიერთობასაც უშლიდა. ორი მცირეწლოვანი ბავშვი ოჯახში ძალადობის თვითმხილველები მუდმივად იყვნენ.

ელენე ყვება, რომ მისი მეუღლე საკუთარ მშობლებსაც სცემდა. ოჯახის შექმნიდან დაახლოებით 5 წლის შედმეგ, ლაშამ მეუღლეზე სექსუალური ძალადობა დაიწყო. როგორც თავად ამბობს, მეუღლე მას ვიდეოთვალით უცხო მამაკაცებთან ვირტუალურ სექსს აიძულებდა.

ამის შემდეგ, მეუღლე მას უკვე უცხო მამაკაცებთან რეალურად შეხვედრებს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აძულებდა. ახალგაზრდა ქალი ქმრის მოთხოვნაზე უარს აცხადებდა, თუმცა ქმარი ყოველ ჯერზე უმოწყალოდ სცემდა.

ერთ-ერთი ცემის შემდეგ ახალგაზრდა ქალმა თავის მოკვლაც გადაწყვიტა და დიდი რაოდენობით წამლები დალია. ელენე ამბობს, რომ მის მეუღლეს პატიმრობისთვის ვერ იმეტებდა. ხანდახან ქმრის მუქარების ეშინოდა, ხან ეცოდებოდა.

ბოლოს ელენე სახლიდან გაიპარა და საკუთარ მშობლებთან გაიქცა. საქმეში არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ჩაერთო და ელენემ ფსიქოლოგიური თერაპია გაიარა.

ახლა მოძალადე მეუღლე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, რაც სასამართლოში ელენეს ჩვენებაზეცაა დამოკიდებული. 

დღის ამბები