აფეთქება შინაგან საქმეთა სამინისტროს საწვრთნელ ბაზაზე-რუსთავში მომხდარ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა არსებული ინფორმაციით დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, მას ოპერაცია უტარდება.
აფეთქება განსაკუთრებულ დავალებათა საწვრთნელ ბაზაზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ აფეთქების შედეგად ორი სამოქალაქო პირი დაშავდა. უწყებაში ამბობენ, რომ ტერიტორიაზე, სადაც აფეთქება მოხდა, შესაბამისი ამკრძალავი ნიშნებია განთავსებული, რომლებზეც აღნიშნულია, რომ გადასვლა აკრძალულია, რადგან ტერიტორია დანაღმულია. შსს-ში ვარაუდობენ, რომ მოქალაქეები აღნიშნულ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, თუმცა როგორ შეძლეს შეღწევა განსაკუთრებულად დაცულ ობიექტზე სამოქალაქო პირებმა, ამ ეტაზპე კომენტარს ამაზე შსს-ში არ აკეთებენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.