04 დეკემბერი 2021,   18:37
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქრონიკა

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მეორედ მოდის. ბიზნესმენმა, რომელიც საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებოდა  პოლიტიკაში მოსვლის შესახებ პირველად 2011 წლის 5 ოქტომბერს განაცხადა. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში  აღნიშნული იყო, რომ ის საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა. 

2012 წლის 21 თებერვალს ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია ჩამოაყალიბა თავის ძირითად პოლიტიკურ პარტნიორებთან: "საქართველოს რესპუბლიკური პარტია," "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები," "ეროვნული ფორუმი." მოგვიანებით, კოალიციას შეუერთდა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.“

2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის კოალიციამ გამარჯვება მოიპოვა.  2012 წლის 25 ოქტომბერს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი მთავრობა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, თუმცა ის ამ პოსტზე ერთი წელი დარჩა, მალევე მან თანამდებობა და როგორც თავად თქვა პოლიტიკაც დატოვა. ამ ხნის განმავლობაში ის ჩინოვნიკებს კულისებიდან მართავდა. 

5-წლიანი პაუზის შემდეგ კი მან კიდევ ერთხელ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება. ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ ის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. 

დღის ამბები