19 აპრილი 2024,   13:24
ვრცლად
ავტომობილების და უძრავი ქონების დალომბარდება მალე შეუძლებელი გახდება - ფინანსთა მინისტრის ახალი ინიციატივა

ფინანსთა მინისტრი სესხის აღების პროცედურებს კიდევ უფრო ართულებს. კომერციულ ბანკების შემდეგ გარკვეული რეგულაციები ლომბარდებსაც დაუწესდებათ.

რამდენიმე კვირაში ხალხი ვერც ავტომობილებს და ვეღარც უძრავ ქონებას დაალომბარდებს.

მამუკა ბახტაძე ქვეყანაში ჭარბვალიანობის მთავარ მიზეზად შემოსავლების დადასტურების გარეშე გაცემულ სესხებს ასახელებს და ამიტომ ახალ შეზღუდვებს აწესებს.

მინისტრის შეხედულებებს არ იზიარებენ არც ბანკირები, არც ლომბარდების მფლობელები და არც ექსპერტები.

ისინი ამბობენ, რომ მამუკა ბახტაძე ცდება და ახალი შეზღუდვები მოსახლეობას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. გამოსავალს სპეციალისტები ეკონომიკის ზრდაში და არა დამატებითი რეგულაციების დაწესებაში ხედავენ.

  

დღის ამბები