16 ოქტომბერი 2021,   10:57
ვრცლად
მმართველი პარტია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე შეთანხმებას გუნდის შიგნით ვერ ახერხებს

მმართველი პარტია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე შეთანხმებას გუნდის შიგნით ვერ ახერხებს. ქართული ოცნება ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი კლუბური ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციაზე თანახმაა, მეორე ნაწილისთვის კი ეს კატეგორიულად მიუღებელია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებს ნარკოტიკების პოპულარიზაციაში ადანაშაულებს.

შეუთანხმებელი პოზიციების გამო, უმრავლესობამ ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მსჯელობა ერთი თვით გადადო. ორად გაყოფილმა ქართულმა ოცნებამ ივნისის დასაწყისამდე უნდა გადაწყვიტოს, მარიხუანასთან ერთად, რომელ ნარკოტიკულ საშუალებას შეეხება დეკრიმინალიზაცია.

საპარლამენტო ოპოზიცია ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო მიმდინარე პროცესებზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოშიც ამბობენ, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესს მმართველი უმრავლესობა გვერდს ვერ აუვლის, ამიტომ ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადამწყვეტი ნაბიჯები უკვე გადადგას.

ნარკოპოლიტიკის კანონპროექტებზე მსჯელობას პარლამენტი ივნისის დასაწყისიდან უნდა დაუბრუნდეს. უმრავლესობა კი შიდა კონსულტაციებს აანონსებს იმისთვის, რომ შეუთანხმებელი პოზიციები შეაჯეროს.

ამავე თემაზე
დღის ამბები