25 ოქტომბერი 2021,   06:10
ვრცლად
ორთვიანი უშედეგო ლოდინი და პასუხგაუცემელი კითხვები - არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ხელისუფლებას უპირისპირდება

ორთვიანი ლოდინის მიუხედავად, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მთავარ კითხვაზე ოფიციალური პასუხი კვლავ არა აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს შეუიარაღებელი თვალითაც ეტყობოდა ძალადობის კვალი, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ამ დრომდე არ დაუდია.

ხელისუფლება უმოქმედობაში ჯარისკაცის ოჯახმა დღეს ღიად დაადანაშაულა. ქართულ მხარესთან კითხვები აქვთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც. მათ შორის ჰელსინკის კომისიის ექსპერტს, რომელიც საქმეს სწავლობს.

ნორვეგიელი ექსპერტი, რომელიც ანდერს ბრეივიკის გახმაურებულ შემთხვევაზე მუშაობდა, საქართველოს ხელისუფლებას მეტი აქტიურობისკენ და პრინციპულად მნიშვნელოვანი საქმის სრულფასოვნად გამოძიებისკენ მოუწოდებს.  

დღის ამბები