20 ოქტომბერი 2021,   15:28
ვრცლად
სომხეთის მოსახლეობა გამარჯვებას ზეიმობს - ახალ პრემიერმინისტრს უახლოესი გეგმები უკვე გაწერილი აქვს

სომხეთის მოსახლეობა გამარჯვებას ზეიმობს. პრემიერმინისტრობის სახალხო კანდიდატმა პარლამენტის, მათ შორის მმართველი პარტიის დეპუტატთა ნაწილის, მხარდაჭერა მიიღო.

ხავერდოვანი რევოლუციის მონაწილეები ამბობენ, რომ კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, საქართველოს მსგავსად, მშვიდობიანი პროტესტით დაიწყეს და მმართველი გუნდი სახალხო ერთობით დაამარცხეს.

პრემიერმინისტრად არჩეულმა სახალხო კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი მთავრობა, პირველ რიგში, სომეხი ხალხის ეროვნულ ინტერესებს მოემსახურება. ამ მიზნით ის დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე იმუშავებს, თუმცა, თანამშრომლობას რუსეთთანაც გააგრძელებს. მთავარ პრიორიტეტებად კი კორუფციის დამარცხებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასა და მეზობელ აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას ასახელებს.

ყარაბაღის კონფლიქტზე სალაპარაკოდ ნიკოლ პაშინიანი კონფლიქტურ რეგიონში გაემგზავრება და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლებს შეხვდება. მოგვიანებით მოლაპარაკებას ვლადიმერ პუტინთან სოჭში გამართავს.

პრემიერის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ ნიკოლ პაშინიანი ერევანში რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მხარდაჭერებს შეხვდა.  

სახალხო ინაუგურაციის დროს ნიკოლ პაშინიანი მხოლოდ არჩეული პრემიერმინისტრი იყო, ოფიციალურად ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ დაინიშნა.

პაშინიანის ეროვნული თანხმობის მთავრობაში რესპუბლიკური პარტიის არცერთი წარმომადგენელი არ იმუშავებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები