27 აპრილი 2024,   05:41
ვრცლად
5-პუნქტიანი მიმართვა საქართველოს მთავრობას - ყველაზე პოპულარული ქართული ღამის კლუბები ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ

ყველაზე პოპულარული ქართული ღამის კლუბები ხელისუფლებას ღიად დაუპირისპირდნენ.

მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ხელისუფლება იმ ძალების ლობირებაში დაადანაშაულეს, რომლებიც კლუბებს ნარკოტიკების რეალიზებაში ადანაშაულებს და ამით მათ დისკრედიტაციას ახდენენ.

დღეს ბრიფინგზე საგანგებო მიმართვა წაიკითხეს, რომელსაც ხელს 30-მდე კლუბის მენეჯერი და მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორი აწერს.

5-პუნქტიან მიმართვას ერთადერთი ადრესატი - საქართველოს მთავრობა, ჰყავს. 

მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტრო უმოქმედობაში დაადანაშაულეს.

ღამის კლუბების მმართველები ბოლო ათი დღის განმავლობაში მომხდარი ტრაგიკული ფაქტების დროულ გამოძიებას ითხოვენ.

უკანასკნელი სტატისტიკის მიხედვით, შვიდი ადამიანი ამ დრომდე დაუდგენელი ნივთიერების შედეგად გარდაიცვალა.

შექმნილი ვითარების საკუთარი ახსნა აქვს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

თეთრი ხმაური ერთ-ერთია, რომელიც მარტივად ხელმისაწვდომი გაურკვეველი მომწამვლელი ნივთიერების შავ ბაზარზე მოხვედრას კონკრეტული პირების ინტერესებს უკავშირებს.

ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობოებმა კი დღეს ხელისუფლებას ულტიმატუმიც წაუყენეს. თუ 10 დღეში მათი მოთხოვნა არ შესრულდება და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით რეალური ნაბიჯები არ გადაიდგმება, არასამთავრობოები პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ და შიმშილობას იწყებენ.

დღის ამბები