20 აპრილი 2024,   17:57
ვრცლად
მარგველაშვილი "ქართული ოცნებისთვის" საპრეზიდენტო არჩევნებში არანაირი რისკფაქტორი არ არის - ირაკლი კობახიძე

„გიორგი მარგველაშვილი არანაირი რისკფაქტორი ქართული ოცნებისთვის არ არის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების თვალსაზრისით,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გადაცემა არჩევანში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მისი დაკვირვებით, მარგველაშვილის რეიტინგი იმდენად მაღალი არ არის, რომ მეორე ადგილი მაინც დაიკავოს და მმართელი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატს კონკურენცია გაუწიოს.

„გიორგი მარგველაშვილი იმ შემთხვევაში იქნებოდა ჩვენთვის რისკფაქტორი ამ არჩევნებში, თუ მას ექნებოდა ამ არჩევნებში მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა. თუმცა, არსებული სურათი არის ისეთი, რომ მეორე ადგილზე გასვლის ალბათობა არის ძალიან დაბალი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები