26 აპრილი 2024,   22:56
ვრცლად
კობახიძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე ენმ ან "ევროპული საქართველო" იქნება

„პირველი ადგილის ბედი არის გადაწყვეტილი, აუცილებლად ეს იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი,“ - ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ გადაცემა არჩევანში გაერთიანებული ოპოზიციის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის შანსებთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, მეორე ადგილზე საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს კონკურენციას ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო გაუწევენ.

"რაც შეეხება მეორე ადგილს, აქ იქნება კონკურენცია, ძირითადად, ორ სუბიექტს შორის. არსებითად  არ შეცვლილა  ვითარება მას შემდეგ, რაც ჩატარდა ბოლო მუნიციპალური არჩევნები და კონკურენცია წარიმართება არსებითად ნაციონალური მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს შორის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები