25 აპრილი 2024,   12:12
ვრცლად
პრეზიდენტი არასდროს ყოფილა გამაერთიანებელი... ის გვახსოვს, როგორც გამყოფი, გამთიშავი, დაპირისპირების ინიციატორი - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს პოლიტიკური დაპირისპირებების პროვოცირებაში ადანაშაულებს.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილი არასდროს ყოფილა გამაერთიანებელი და მისი ქმედება ყოველთვის იყო მხარეებს შორის გამყოფი.

ირაკლი კობახიძეს მაგალითად საკონსტიტუციო რეფორმა მოჰყავს და ამბობს, რომ ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტს შეესრულებინა კონსტრუქციული როლი, ის კომისიაშიც კი არ შევიდა და თავიდანვე დაუპირისპირდა ამ პროცესს.

„არც ერთი ეპიზოდი მის 5-წლიან საპრეზიდენტო კარიერაში არ მოიძებნება, სადაც პრეზიდენტო გამოდიოდა, როგორც გამაერთიანებელი. ის ძალიან ხშირად გვახსოვს, როგორც გამყოფი, გამთიშავი, დაპირისპირების ინიციატორი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, "გიორგი მარგველაშვილი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, რაც ძალიან სამწუხაროა".

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ბოლო ნაბიჯიც კი საკანონმდებლო ორგანოში გახდა იმის მიზეზი, რომ მის მიმართ ლოიალურად განწყობილი პარტნიორების მხრიდანაც კი გახდა კრიტიკის ობიექტი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები