19 ოქტომბერი 2021,   04:27
ვრცლად
ეს არ იყო იმ მასშტაბის დაპირისპირება, რომ ივანიშვილი ამის გამო დაბრუნებულიყო - ირაკლი კობახიძე

„კატასტროფა ნამდვილად არ მომხდარა. მიზეზი იყო გაცხადებული. მიზეზი იყო ის, რომ გვინდა, პარტია გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გადაცემა არჩევანში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნება რეფორმის მეორე ტალღის საფუძველზე ევროპული ტიპის პოლიტიკურ გაერთიანებად ჩამოყალიბდება.

„ეს უნდა იყოს პარტია, რომელიც აქტიურია არსებითად არამხოლოდ საარჩევნო პერიოდში, საშტაბო რეჟიმში, არამედ, რომელიც არის აქტიური არჩევნებიდან არჩევნებამდე და, რომელიც არის მუდმივად ჩართული პოლიტიკური პროცესის დაგეგმვაში და პოლიტიკური პროცესის მართვაში,“ - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორედ ამ მიზნით დაბრუნდა ივანიშვილი პოლიტიკაში.

ირაკლი კობახიძის თქმით, პარტიაში დაპირისპირება იმ მასშტაბის არ იყო, რომ ყოფილი პრემიერი დაბრუნებულიყო პარტიაში, თუმცა, მისმა დაბრუნებამ სირთულეების მოგვარება გაამარტივა.

"გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ დროისთვის, როცა ის გაცხადდა. ეს არ იყო წინასწარ დაგეგმილი ნაბიჯი," - ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები