27 აპრილი 2024,   02:14
ვრცლად
მე მზად ვარ, რომ ხელი გავუწოდო ყველას, მათ შორის, გიორგი მარგველაშვილს - ირაკლი კობახიძე

„ჩემი მთავარი ამოცანა არის ის, რომ ჯანსაღი ფორმით გაგრძელდეს ურთიერთობები,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გადაცემა არჩევანში მმართველ პარტიაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა ის გააკრიტიკა, მათ შორის, დავით ჭიჭინაძემ, ის ყველასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

„ჩემი მთავარი ამოცანა არის ის, რომ ჯანსაღი ფორმით გაგრძელდეს ურთიერთობები საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით, პარლამენტის შიგნით, ზოგადად, პოლიტიკურ ცხოვრებაში. მე მზად ვარ, რომ ხელი გავუწოდო ყველას, მათ შორის, იმ ადამიანებს, რომლებიც არასწორად მოქმედებდნენ პირადად ჩემს წინააღმდეგ, იქნება ეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თუ იქნება ეს გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც არაერთი, მათ შორის, პიროვნული შეცდომა აქვს ჩემ მიმართ დაშვებული,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები