25 აპრილი 2024,   04:24
ვრცლად
სააკაშვილის გარშემო ეს ხალხი არ გაერთიანებულა - ნიკა მელიას განმარტებით, ოპოზიციის მიზანი ივანიშვილის დამარცხებაა

„მიხეილ სააკაშვილის გარშემო ეს ხალხი არ გაერთიანებულა,“ - ამის შესახებ განცხადება ნიკა მელიამ გადაცემა არჩევანში საუბრისას გააკეთა.

ენმ-ის ლიდერი განმარტავს, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის კონსულტაციები დიდი ხანია, მიმდინარეობს.

ნიკა მელიას თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ, რაც შეიძლება, ბევრი ადამიანი გაერთიანდეს იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი დაამარცხოს. ამისთვის კი, ის ამბობს, რომ თანახმაა, ყველა პარტიასთან ითანამშრომლოს, მათ შორის ევროპულ საქართველოსთანაც.

„ამ მოძრაობას აქვს უნიკალური შანსი, სახელმწიფოებრიობა გადაარჩინოს. ხალხი არის გადასარჩენი და ხალხს სჭირდება გაერთიანება და სხვა უთანხმოებას მერე გავარკვევთ,“ -განაცხადა ნიკა მელიამ.

ის ამბობს, რომ ივანიშვილმა, ფაქტობრივად, არ დატოვა ქვეყანაში პარტიები. 

დღის ამბები