20 ოქტომბერი 2021,   14:48
ვრცლად
ივანიშვილს არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმა - ირაკლი კობახიძე

მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, არჩევანის ეთერში ისაუბრა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატს საზოგადოებას ივლისში ან აგვისტოში წარუდგენენ.

მისი თქმით, პარტიას ამ ეტაპზე საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს შერჩეული.

„ბიძინა ივანიშვილი გახდება პარტიის თავმჯდომარე, შესაბამისად, ის იქნება უშუალოდ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის იქნება პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ის უხელმძღვანელებს პოლიტიკური საბჭოს სხდომებს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, თუმცა, ჩემთვის არის მისი პოზიცია ცნობილი და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები