28 ოქტომბერი 2021,   19:24
ვრცლად
ეს არის იდეის გარშემო გაერთიანება - მამუკა გამყრელიძე ოპოზიციის გაერთიანებაზე

„აქ არ არის გაერთიანება არცერთი ადამიანის გარშემო, არც რაღაც ჯგუფის გარშემო, აქ არის, უპირველეს ყოვლისა, იდეის გარშემო გაერთიანება,“ - ეს განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის დამფუძნებელმა, მამუკა გამყრელიძემ, ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით გადაცემა არჩევანში საუბრისას გააკეთა.

მამუკა გამყრელიძის თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ოპოზიციის გაერთიანება ოპტიმალური გამოსავალია და საჭიროა ახალი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება.

„ჩვენი იდეა მდგომარეობს ახალი სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმის ჩამოყალიბებაში, შექმნაში და ამის გარშემო გაერთიანებაში. ჩვენი იდეა ძალიან ჩამოყალიბებულია იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანმა უნდა შეიგნოს, რომ მისი პირადი წარმატება არ არის შესაძლებელი სუსტ სახელმწიფოში,“ - განცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ღია პლატფორმა შეიქმნება, რომელშიც გაერთიანდებიან არა მარტო პოლიტიკური ორგანიზაციები, არამედ სოციალურად აქტიური ადამიანებიც.

დღის ამბები