28 ოქტომბერი 2021,   18:04
ვრცლად
ჩვენ ვერთიანდებით საერთო იდეის გარშემო, რომ საქართველოს შეუძლია, იყოს ლიდერ სახელმწიფოებს შორის - გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე გადაცემა არჩევანში საუბრისას იმ მიზეზებს განმარტავს, რის გარშემოც ოპოზიციის ნაწილი ერთიანდება.

ახალი საქართველოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციონერების მთავარი გზავნილი საზოგადოებისადმი არის ის იდეა, რის გარშემოც ერთიანდებიან  და ეს არის იდეა, რომელშიც საქართველოს შეუძლია, იყოს ლიდერ სახელმწიფოებს შორის.  

„ჩვენ ვერთიანდებით საერთო იდეის გარშემო. დღეს საქართველოში ორი იდეა ებრძვის ერთმანეთს. ქართული ოცნების გზა და დღევანდელი გზა. ეს არის გზა წარუმატებლობის, ეს არის გზა, როდესაც ჩვენ არ უნდა გვქონდეს დიდი ამბიცია, ჩვენ ნელა უნდა ვვითარდებოდეთ, ჩვენ უნდა ვიყოთ მაჩანჩალა ქვეყანა და მეორე გზა, ეს არის ჩვენი იდეა, რომ მე მჯერა,  საქართველოს შეუძლია, იყოს წარმატებული, საქართველოს შეუძლია, იყოს ლიდერ სახელმწიფოებს შორის. საქართველოს შეუძლია, შექმნას წარმატების მოდელი,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები