24 აპრილი 2024,   19:30
ვრცლად
სად ნახა პრემიერი პარლამენტში დებატებში მონაწილე? არც ერთხელ არ მოსულა - სერგი კაპანაძე კობახიძეს პასუხობს

ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ, პრეზიდენტისგან განსხვავებით, პრემიერ-მინისტრი პარლამენტს პატივს სცემს და დებატებში ღებულობს მონაწილეობას, ევროპული საქართველო  ეხმაურება.

სერგი კაპანაძე ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება მისთვის გასაოცარია, რადგან პრემიერი კვირიკაშვილის არასდროს მისულა პარლამენტში დებატებისთვის.

„სად ნახა პრემიერ-მინისტრი პარლამენტში დებატებში მონაწილე? არც ერთხელ არ მოსულა ის,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ და აღნიშნა, რომ სწორედ მთავრობაა ის, ვინც რეგლამენტს და პარლამენტს აბუჩად იგდებს.

სერგი კაპანაძე ოპოზიციის ნაწილი გაერთიანებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ უმთავრესია, ბევრი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე.

მისი განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყვანონ მხარდამჭერები და მეორე ტურის შემთხვევაში, ყველამ დაუჭიროს მხარი ოპოზიციის კანდიდატს. 

სერგი კაპანაძე მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, რომ შეხედონ რეიტინგებს და ისე გაერთიანდნენ ერთი კანდიდატის ირგვლივ იმისთის, რომ მოხდეს სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები