19 აპრილი 2024,   14:36
ვრცლად
დახავსებულია პოლიტიკური პროცესები - ხათუნა სამნიძე

„დახავსებულია პოლიტიკური პროცესები“ - ეს განცხადება რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, გადაცემა არჩევანში ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შეფასებისას გააკეთა.

ხათუნა სამნიძის თქმით, ოპოზიციას უჭირს ისეთი რამის შეთავაზება მოსახლეობისთვის, რომ მათ არჩევნებში აქტიურად მიიღონ მონაწილეობა.

მისი განცხადებით, ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბარი კიდევ უფრო ართულებს შექმნილ ვითარებას.

„ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რაც აქვს ბიძინა ივანიშვილს დღეს, არის ის, რომ, რაც შეიძლება, მეტად დააკარგვინოს პოლიტიკურ პარტიებს სახე და გამოაცალოს იდეოლოგია... მიხეილ სააკაშვილის მოწოდება არის ერთგვარი გადაბარება სწორედ ამ იარაღის, როდესაც ის საუბრობს და სტუდიაშიც მოვისმინე, ნებისმიერი ორიენტაციის და ნებისმიერი პოლიტიკური წარსულის, ნებისმიერი გამოცდილების პარტიასთან მოწოდებული არიან, რომ გაერთიანდნენ. ეს სწორედ ხელს უწყობს იმას, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელშია, რომ დააკარგვინოს პოლიტიკურ პარტიებს სახე,“ - განაცხადა სამნიძემ.

სამნიძე ოპოზიციურ პარტიებს, მიხეილ სააკაშვილთან გაერთიანების გამო, აკრიტიკებს.

დღის ამბები