26 აპრილი 2024,   06:57
ვრცლად
ივანიშვილი იბრძვის ბოლშევიკური მეთოდებით, რომელმაც მოსპო სივრცე იდეებისთვის - ნიკა მაჭუტაძე

„ჩვენი მიზანი არის ის, რომ სახელმწიფო დაბრუნდეს სახელმწიფოში,“ - ასე განმარტავს ნიკა მაჭუტაძე ოპოზიციური პარტიების ნაწილის გაერთიანების აუცილებლობას.

პოლიტიკური მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა უნდა გაიგოს, ის არ არის სახელმწიფო.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი იბრძვის ბოლშევიკური მეთოდებით, რომელმაც მოსპო სივრცე იდეებისთვის და განვითარებისთვის.

„ივანიშვილმა ეს სივრცე მოსპო ძალიან გამოცდილი, ძალიან გაცვეთილი ბოლშევიკური მეთოდებით. მოსპო სივრცე იდეებისთვისაც, დოქტრინებისთვისაც, განვითარებისთვისაც და პოლიტიკოსებისთვისაც,“ - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ და აღნიშნა, რომ "გამოსავალი არის სწორედ ერთობა". 

დღის ამბები