25 ივლისი 2024,   05:07
ვრცლად
ნიკოლოზ ვაშაკიძე კოლეგებს მოუწოდებს, ნუ "ჩაიციკლებიან" ივანიშვილსა და სააკაშვილზე

მოძრაობა ახალი საქართველოსთვის დამფუძნებელი, ნიკოლოზ ვაშაკიძე, ოპოზიციური პარტიების ნაწილის გაერთიანებას მიესალმება, თუმცა, მას ამ გაერთიანების მიმართ შენიშვნებიც აქვს.

ნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადებით, პარტიები ორიენტირებულები არიან ბიძინა ივანიშვილზე და მიხეილ სააკაშვილზე, რაც არასწორია.

"არ უნდა ჩავიციკლოთ ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილზე," - განაცხადა ვაშაკიძემ. 

მისი თქმით, ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს საქართველოს განვითარებასა და წინსვლაზე.

„გაერთიანებაც სწორედ ამის გარშემო ხდება,“ - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ და დასძინა, რომ მისი მოძრაობაც ზუსტად ამის გამო ჩაერთო ამ კონსულტაციებში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები