19 აპრილი 2024,   18:52
ვრცლად
"მე ვარ გარანტი, რომ ჩვენს ქვეყანაში თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება" - პრემიერი ახალგაზრებს მიმართავს

"ჩემო შვილებო, მეგობრებო, ჩვენო ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენ ხართ მომავალი თაობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. მე ვარ პირადად იმის გარანტი, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება,“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო ბრიფინგზე ღამის კლუბებში, ღამის კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებსა და ახალგაზრდების პროტესტს გამოეხმაურა.

კვირიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე  შეკრებილ ახალგაზრდებს მიმართა.

"პოლიცია, სამართალდამცავი უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რომ თქვენ შეუზღუდავად შეძლოთ თქვენი აზრის გამოხატვა. ამ ფონზე, როდესაც სახელმწიფო მოწოდებულია და ძალისხმევას არ იშურებს ამ უფლებების დასაცავად, დაუშვებელია რაიმე სახის დაპისიპირება და საზოგადოების გახლეჩის მცდელობა.  მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ღონისძიებები,“- აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები