24 აპრილი 2024,   01:41
ვრცლად
პროექტს ”ღამე მუზეუმში” უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალიც შეუერთდა

პროექტს ”ღამე მუზეუმში” უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალიც შეუერთდა. ღონისძიებებში გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრი მონაწილეობდა, რომელმაც ნუგზარ ლორთქიფანიძის სპექტაკლიდან ”სამეფოო ძველთა ძველო” ნაწყვეტი წარმოადგინა.

დადგმა მთლიანად აკაკი წერეთლის პატრიოტული ლირიკის მიხედვითაა დადგმული. ღონისძიებაში ჩართული იყვნენ ასევე ადგილობრივი ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის გუნდები. პროექტით დაინტერესებულთა შორის ბევრი ტურისტიც იყო.

დღის ამბები