16 აპრილი 2024,   20:32
ვრცლად
„არ ვიცი რატომ არ შედგა ეს შეხვედრა"-თეთრი ხმაურის მოძრაობასთან შეხვედრსი ჩაშლის მიზეზებს მმათველ გუნდში ვერ განმარტავენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნაწილისთვის უცნობია რატომ ჩაიშალა „თეთრი ხმაურის მოძრაობასთან" დაგეგმილი შეხვედრა. ეკა ბესელიას მსგავსად, მამუკა მდინარაძეც აცხადებს, რომ მისთვის მიზეზი უცნობია. მმართველი გუნდის წევრი საუბრობს მხოლოდ იმაზე, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მალე განხორციელდება, რადგან ძირითად პრინციპებზე „ოცნება“ შეთანხმებულია.

„არ ვიცი ნამდვილად რატომ არ შედგა ეს შეხვედრა. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, ჩვენ მალე უნდა მოვრჩეთ მთავარი პრინციპების განსაზღვრას და ამ სესიაზე უნდა დავამთავროთ მასზე მუშაობა და იმედის  საფუძველს რომ ჩვენ ამას მართლა დავამთავრებთ მაძლევს ის რომ საერთო პრინციპებზე ვართ შეთანხმებულები. ეს არის ერთის მხრივ ლიბერალური დამოკიდებულება და ჰუმანიზაცია მომხმარებლების მიმართ და გამკაცრება კანონმდებლობის ნარკოტიკების რეალიზაციის  ნაწილში,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ

ამავე თემაზე
დღის ამბები