24 აპრილი 2024,   22:19
ვრცლად
"ეს არის საფეხბურთო მოედანზე ყვითელი ბარათი"-ანა დოლიძე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩოს განცხადებას ეხმაურება

აშშ-ს საელჩოს განცხადებას, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს ეხება, იუსტიციის საბჭოს წევრი ანა დოლიძე ეხმაურება. მისი თქმით საელჩოს მოწოდება ხელისუფლებისადმი არის ერთგვარი გაფრთხილება, რომ საჭიროა რეალური რეფორმა.

„დისციპლინური სამართალწარმოება რა თქმა უნდა გამოიყენებოდა ერთის მხრივ, როგორც სადამსჯელო მექანიზმი ურჩი მოსამართლეების და უვადო დანიშვნების გაგრძელება იმ წესით რა წესითაც დღემდე ხდებოდა არის დამღუპველი ჩვენი სასამართლო ხელისუფლებისთვის. ორივე მიმართულებით საელჩოს განცხადება არის გამაფრთხილებელი. ეს არის საფეხბურთო მოედანზე ყვითელი ბარათის მანიშნებელი, რომ საჭიროა რეალური რეფორმა, რომ შევინარჩუნოთ სასამართლოს დამოუკიდებლობა,“-განაცხადა ანა დოლიძემ.

აღნიშნული განცხადება ანა დოლიძემ სამუშაო შეხვედრაზე გააკეთა, სადაც სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე მსჯელობენ. შეხვედრას იუსტიციის საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილიც ესწრება. მისი თქმით აშშ-ს საელჩოს მოწოდებას, წინ უძღოდა ანგარიში სახელმწიფო დეპარტამენტის, სადაც საუბარი იყო სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობასა და გარკევეული ჯგუფების არსებობაზე.

„ეს არის ყველა მთავარია გამოწვევა სასამართლო სისტემისთვის. ვინაიდან ჩვენ შეიძლება დავხვეწოთ დისციპლინური სასამართლო წარმოება. ჩვენ შეიძლება დავხვეწოთ ნებისმიერი პროცედურები, რომელიც ეხება მენეჯმენტს და მმართველობას სისტემაში. მაგრამ თუ კი კვლავ ძალაუფლება დარჩება იმ კლანის ხელში, რომელიც დღეს მართავს სისტემას დამერწმუნეთ, რომ ბევრი რამ არ შეიცვლება,"-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა

ვაშინგტონი ხელისუფლებას სასამართლოზე არასათანადო ზემოქმედებისა და არაფორმალური მმართველობის თავიდან ასაცილებლად, ასევე საზოგადოების ნდობის ამაღლებისთვის გამჭვირვალე სამართლებრივი ჩარჩოს მიღებისკენ მოუწოდებს. საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში  ნათქვამია, რომ "ეს ჩარჩო უნდა განსაზღვრავდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, შემდგომში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე." ამერიკის საელჩო მოუწოდებს პარლამენტის სამუშაო ჯგუფს, შეიმუშაოს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მოსამართლეების გამჭვირვალე დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც "ხელს შეუწყობს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებასა და სასამართლო სისტემის ობიექტურობისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებას,“ - წერია განცხადებაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები