25 აპრილი 2024,   15:06
ვრცლად
თბილისში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და მასზე ძალოვანი უწყებების რეაგირება - შეხვედრა ვაშინგტონში

საქართველოში მიმდინარე პროცესები - მათ შორის თბილისში რუსთაველის გამზირზე ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და მასზე ძალოვანი უწყებების რეაგირება დადებითად შეაფასა ვაშინგტონმა - ამ თემაზე განცხადებები ამერიკული მხარის მიერ ვაშინგტონში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე გაკეთდა.

საქართველოსა და აშშ-ის სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით ორი ქვეყნის მთავრობის სტრატეგიასა და გეგმებზე ისაუბრეს.

ქართული მხრიდან შეხვედრას იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეეები ესწრებოდნენ. ამერიკულ მხარეს კი სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის ხელმძღვანელი პირები წარმოადგენენ.

„მკაფიოდ განისაზღვრა და აღინიშნა ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის მიმართულებით. განხილული იქნა ასევე ქვეყნის პროგრესი ღია მმართველობის, მედია პლურალიზმის, პოლიტიკური პლურალიზმის მიმართულებით. ჩვენ პარტნიორულ ატმოსფეროში განვიხილეთ ის ნაბიჯები, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს სწორედ ერთობლივი ძალისხმევით, იმისათვის, რომ მიაღწიოს კიდევ უფრო მაღალ სასურველ ნიშნულს,“ - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა ბოლო პერიოდში თბილისში განვითარებული მოვლენები და მათ შორის ხელისუფლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება.

„ვისაუბრეთ ასევე არჩევნებზე, პოზიტიურად იყო შეფასებული ყველა წინა არჩევნები, რომელიც საქართველოში ჩატარდა, როგორც ადგილობრივი, ისე საპარლამენტო, საპრეზიდენტო არჩევნები,“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები