19 აპრილი 2024,   06:44
ვრცლად
"ჯონ მაკკეინი: ვისთვისაც ზარი რეკავს"-ამერიკელ სენატორზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

ჯონ მაკკეინის ცხოვრების შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. სურათი სახელწოდებით "ჯონ მაკკეინი: ვისთვისაც ზარი რეკავს", გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორისა და ყოფილი სამხედრო ტყვეს ინტერვიუებს, გამოსვლებს, საარქივო და სატელევიზიო მასალებს აერთიანებს. ფილმის პრემიერა HBO-ს ეთერში 28 მაისს გაიმართება. 81 წლის ჯონ მაკკეინი ტვინის ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის, თუმცა პოლიტიკურ აქტიურობას მაინც განაგრძობს. რესპუბლიკელი სენატორი დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კრიტიკოსია

დღის ამბები