26 აპრილი 2024,   16:46
ვრცლად
ჰავაიზე ვულკანი გააქტიურდა

ჰავაიზე ვულკანი "კილა-უეა" კიდევ უფრო გააქტიურდა. ვრცელდება ინფორმაცია პირველი დაშავებულის შესახებაც. მამაკაცი საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივანზე იმყოფებოდა, როდესაც ლავის შხეფი მოხვდა. დაშავებული დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვულკანიდან ამოფრქვეულმა ლავამ ბოლო 24 საათში დამატებით 4 შენობა გაანადგურა. ის უკვე ერთ-ერთ ცენტრალურ ავტომაგისტრალსაც უახლოვდება, რაც სანაპირო რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციას უქმნის საფრთხეს. ხელისუფლება შიშობს, რომ ლავამ შესაძლოა ოკეანესაც მიაღწიოს.

დღის ამბები