25 აპრილი 2024,   16:04
ვრცლად
102-ე სკოლის სპორტდარბაზი, სადაც ახალაგზრდებს საგამოფენო დარბაზი ჰქონდათ, გაძარცვეს და დაარბიეს

102-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ახალგაზრდა ხელოვანებს საკუთარი შემოქმედება ქონდათ წარმოდგენილი, დარბეულია. ძველი სპორტდარბაზი ახალგაზრდებს განადგურებული დახვდათ. დაზიანებულია ნამუშევრები, წაღებულია ტექნიკა. მომხდარის გამო დაწყებულია გამოძიება.

„ორი თვის წინ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა გამოფენა. მივედით დაველაპარაკეთ სკოლის დირექტორს, ავიღეთ ნებართვა. ეს შენობა მიტოვებული არის დაახლოებით 15 წელია. გავაკეთეთ გამოფენა. გუშინ იყო გამოფენის გახსნა, დღეს რომ მოვედით ნამუშევრები დაგვხვდა დალეწილი, ზოგი ნახატი მოპარული. ტექნიკა მოპარული,“-განაცხადა ერთ-ერთმა ხელოვანმა ნიკა გრძელიშვილმა.   

დღის ამბები