25 აპრილი 2024,   09:17
ვრცლად
"ნუ არსებობთ, ნუ ხართ“ - 2013 წლის 17 მაისიდან 2018 წლის 17 მაისამდე შეცვლილი საზოგადოება და  განწყობა ლგბტ თემის მიმართ

2013 წლის 17 მაისის აქციის დარბევის შემდეგ ზუსტად 5 წელი გავიდა და მას შემდეგ, ჯერჯერობით, ლგბტ საზოგადოება ისევ ვერ ახერხებს მასშტაბური აქციის დაგეგმვას და გამართვას. ისინი არ არიან დარწმუნებული, რომ ხელისუფლება მათ უფლებებს ბოლომდე დაიცავს და სრულად უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ წლების განმავლობაში მათი მდგომარეობა საქართველოში უცვლელი დარჩა, რაღაც მაინც შეიცვალა და ამას ყველაზე კარგად თავად ეს ადამიანები ამჩნევენ. მაგალითად, ლგბტ თემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 5 წლის წინ იყო მოთხოვნა: „ნუ არსებობთ, ნუ ხართ“! ახლა კი ამის შუალედური ვერსიაზეა საზოგადოების ნაწილი შეჩერებული. ანუ „ნუ აკეთებთ ამის აფიშირებას, ნუ ახდენთ პროპაგანდას."

რა მოხდა 2013 წლის 17 მაისიდან 2018 წლის 17 მაისამდე - სამართლებრივ სივრცეში რამდენიმე ცვლილება. კერძოდ, სასამართლომ დაიწყო დანაშაულში სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირება, რასაც ადრე არ აკეთებდა. იგივე მოტივის გამოკვეთა დაიწყო პოლიციამაც ინციდენტის შესწავლის დროს. შსს მინისტრმა კანონქვემდებარე აქტი გამოსცა, რომლის თანახმადაც ასეთი დანაშაულის აღრიცხვა დაიწყო. ამავე სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელიც დისკრიმინაციის საფუძვლით ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაზე მონიტორინგი ევალება. როგორც გამოძიების, ისე სასამართლოს ეტაპზე ასეთი საქმეების განხილვა ბევრად დაჩქარებულია. გაიზარდა ლგბტ თემის ხილვადობა და მიმართვიანობა შესაბამის ორგანიზაციებში მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში. 

დღის ამბები