07 დეკემბერი 2024,   19:56
ვრცლად
„ფიცი მქონდა დადებული თავი უნდა ამეფეთქებინა,“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე სოლიდარობის აქციაზე, სადაც მთავრობის გადადგომას ითხოვენ საგანგებო განცხადება გააკეთა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა გადადგეს. 

„მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს ყველაფერი იმართებოდა, იყო პეშკა სუს-ის, გომელაურის და გოგაშვილების. პროკურატურა და დანარჩენი მთელი ხელისუფლებაც. სუს-ის თანამშრომლებთან ერთად, ვინც არიან  დღეს ამ სისხლიან ხელისუფლებაში, უნდა გადადგნენ და დაისაჯოს. ვინც ჩვენ მოგვაყენა შეურაცხყოფა. მე სრული პასუხისმგებლობით გეტყვით, მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც დიდი სიყვარული გამაჩნია ქართველი ერის, მე ამას ყოველთვის ვიძახდი. მე და ჩემი რამდენიმე ასეულობით ადამიანი ფიცი გვქონდა დადებული, მივსულიყავით სუს-ში და აგვეფეთქებინა თავები, მაგრამ მე ეს გადავიფიქრე, ჩემი საყვარელი ქართველი ადამიანების გამო, რომ არ დაშავებულიყო რომელიმე რიგითი. მაგრამ მე დრეს ვხედავ, მე ეს არ დამჭირდება თქვენი ადამიანობით და თქვენი ვაჟკაცობით. ღმერთმა გაგამრავლოთ ქართველი ერი,“ - ამბობს  მალხაზ მაჩალიკაშვილი.

დღის ამბები