07 მაისი 2024,   03:58
ვრცლად
ავიაკატასტროფა ინდოეთში - გარდაცვლილია 5 ადამიანი 

ავიაკატასტროფა ინდოეთში - ქალაქ მუმბაიში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და აფეთქდა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პილოტი და სამი მგზავრი, ერთი გარდაცვლილი კი გამვლელი იყო.

თვითმფრინავი მუმბაის საცხოვრებელ უბანში, მშენებარე ობიექტს დაეცა, რის შემდეგაც ადგილზე ხანძარიც გაჩნდა.

თვითმფრინავი წარსულში უტარ-პრადეშის შტატის ხელისუფლებას ეკუთვნოდა, თუმცა ახლა კერძო საკუთრება იყო. გავრცელებული ცნობით, კატასტროფის დროს პილოტი თვითმფრინავის დაშვებას ცდილობდა.

დღის ამბები