"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" მოწინააღმდეგეები კვლავ გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალს პატივი მიაგეს და, უკვე ერთ საათზე მეტია, ადგილზე რჩებიან.
"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - დემონსტრანტების სლოგანი უცვლელია, კანონის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ პროტესტი იქნება მანამ, სანამ უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს" არ გაიწვევს.
"შევიკრიბეთ გმირთა მემორიალთან, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს. მათი დიდი დამსახურება და ღვაწლია, რომ ჩვენი საქართველო ასე მყარად დგას, ასე ერთიანია დღეს და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა თავისუფლებისთვის. ეს ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივობა მოიტანს შედეგს და რუსულ კანონს გაიწვევს მთავრობა", - განაცხადა აქციის მონაწილემ.