02 მაისი 2024,   10:15
ვრცლად
"პროკურატურა ვაჭრობაშია შესული მმართველ პოლიტიკურ ძალასთან" - სამოქალაქო სექტორი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს 

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის", მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის შეჩერების აუცილებლობაზე საუბრობს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დღეს საკუთარ მოსაზრებებსა და არგუმენტებს წარადგენენ.

მათ განმარტებით, შერჩევის სამოქალაქოს სექტორის  მონაწილეობის გარეშე მთავარი პროკურორის დანიშვნა ლეგიტიმური ვერ იქნება.

„მსჯელობა შემოიფარგლება მხოლოდ პერსონალიების ირგვლივ. პროკურატურა, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს გარიგებაში და ვაჭრობაშია შესული, მმართველ პოლიტიკურ ძალასთან, მთავრობასთან თუ პარლამენტთან. ეს არის სწორედ შესაცვლელი. არანეიტრალური პროკურატურა, ეს არ არის სახელმწიფოებრივად სწორი ამოცანა,“-განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

მთავარი პროკურორის კანდიდატებისთვის განაცხადების მიღება კი ხვალ სრულდება. თანამდებობის დაკავების სურვილი ამ დრომდე თხუთმეტმა ადამიანმა გამოთქვა.

მათ შორის ყველაზე რეალურად ბიძინა ივანიშვილის პირადი იურისტი, შალვა თადუმაძე სახელდება, რომელსაც მმართველი პარტიის სრული მხარდაჭერა უკვე აქვს.

თადუმაძის კანდიდატურა სამოქალაქო სექტორისთვის მიუღებელია.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი შეჩერდეს, ეს პროცესი გადაინაცვლებდეს პარლამენტში და იქ საკანონმდებლო ცვლილებები სწრაფად და დროულად მომზადდეს ისე, რომ ეს იყო შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან. ის თუ ვის აირჩევენ საბოლოოდ პროკურორად, ეს იქნება საბოლოოდ პასუხი იმაზე, თუ რამდენად მზად არის ხელისუფლება იმ რეფორმებზე, რომელიც მას სჭირდება,“-აცხადებს საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები