05 მაისი 2024,   09:44
ვრცლად
კუნძზე თავს დავდებ, რომ ჩემი შვილი მაგის გამკეთებელი არ არის - ხადას ხეობაში დაკავებულის მამის პირველი კომენტარი

„მე ჩემი შვილისგან, დავიფიცებ, კუნძზე თავს დავდებ, რომ ჩემი შვილი მაგის გამკეთებელი არ არის,“ - რომელსაც ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის მამა "კურიერთან" პირველ განცხადებას აკეთებს.

დაკავებულის მამა, იორამ კობაური აცხადებს, რომ ცდილობს გაარკვიოს რა მოხდა. მშობლებმა მომხდარის შესახებ ინფორმაცია მეზობლებისგან შეიტყვეს. ისინი არ ეთანხმებიან გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობენ, რომ მათი შვილი დანაშაულს არ ჩაიდენდა, ის უბრალოდ დააშინეს და ამიტომ არის დაკავებული.

დაკავებულის მშობლები ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ და ამბობენ, რომ აუცილებლად უნდა დაისაჯოს რეალური მკვლელი.

„მე ჩემი შვილისგან, დავიფიცებ, კუნძზე თავს დავდებ, რომ ჩემი შვილი მაგის გამკეთებელი არ არის. ჯერ ჩემი შვილს ვეძებდი, რა მოხდა, გავარკვიო მეთქი, ხომ უნდა ვიცოდე ჩემი შვილისგან, ვიცი, რომ ჩემი შვილისგან, არც დავლაპარაკებულვარ ჩემს შვილთან,“-განაცხადა იორამ კობაურმა.

ადვოკატი არ აკონკრეტებს აღიარებს თუ არა დაკავებული ბრალს. უფლებადამცველი საქმის მასალებს მცხეთის პოლიციაში ეცნობა.

კობაური ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. პოლიციაში არიან მისი მშობლები და ადვოკატიც, რომელიც ამ წუთებში საქმის მასალებს ეცნობა.

ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი გუშინ დააკავეს. აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

პირი, რომელსაც ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობას ედება ბრალად, 19 წლის მალხაზ კობაურიაა. ბრალდებული წილკანის დევნილთა დასახლების მკვიდრია და ხადას ხეობაში მწყემსად მუშაობდა. 

 

ავტორი: თაკო სურგულაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები