05 მაისი 2024,   01:55
ვრცლად
ანდრეს მამიკინსი დღეს საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტის წევრი ანდრეს მამიკინსი დღეს საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს ხვდება. დღესვე დაგეგმილია აუდიენცია პრემიერ-მინისტრთან. დღის ბოლოს კი ანდრეს მამიკინსი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო.

შეხვედრაზე მოსკოვის უკანონო პოლიტიკის ფონზე ევროპარლამენტის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება.

დავით ზალკალიანმა ევროპელ დეპუტატს 14 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღების გამო მადლობა გადაუხადა.

„ეს ჩემი პირველი შეხვედრა იყო საქართველოს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან. ბატონი ზალკალიანი გამოცდილი ქართველი დიპლომატია. განვიხილეთ მთელი რიგი საერთაშორისო საკითხები. ვისაუბრეთ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ასევე ევროპის შიდა პოლიტიკის შესახებ. მინისტრმა მიამბო საგარეო უწყების ორმხრივ ურთიერთობებზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან . დარწმუნებული ვარ რომ ნოემბერში სტრასბურგში დაგეგმილ პლენარულ სხდომას, სადაც ევროპარლამენტარები ჩემს ანგარიშს უყრიან კენჭს, საქართველოსთვის დადებითი შედეგი მოჰყვება, რადგან ევროპარლამენტის წევრების უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას,“-განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა ანდრეის მამიკინსმა.

დღის ამბები