07 მაისი 2024,   06:03
ვრცლად
პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატების წრე ვიწროვდება - ივანიშვილმა ხუთეული დაასაახელა, ვინც "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება

პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატების წრე ვიწროვდება. ბიძინა ივანიშვილმა დღეს დაასახელა ხუთეული, რომელთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება.

ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატების ჩამოთვლისას არც საკუთარი თავი გამორიცხა.

ჩამონათვალში მოხვდა პრემიერის მრჩეველი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, დევნილთა ყოფილი მინისტრი, სოზარ სუბარი, ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი, დავით სერგეენკო, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და თავად ბიძინა ივანიშვილი.

დღის ამბები