27 აპრილი 2024,   01:28
ვრცლად
დღეს მსოფლიო ჰეპატიტების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

დღეს მსოფლიო ჰეპატიტების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ С ჰეპატიტთან ბრძოლის ახალი კამპანია დაიწყო - სტოპ С, რაც დაავადების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას გულისხმობს.

ახალი კამპანია ჯანდაცვის მინისტრმა და ქვეყნის პრემიერმა გახსნეს.

დღევანდელ ღონისძიებაზე С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე და მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრეს. 

„იმისთვის, რომ ასეთი საოცარი პროექტები განხორციელდეს, საჭირო არის სამი ფაქტორი - მძლავრი პოლიტიკური ნება, კვალიფიციური, მოტივირებული, გულანთებული ექიმების გუნდი და მძლავრი სტრატეგიული პარტნიორობა. საბედნიეროდ, ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს და მე მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო საქართველოს ის დიდი წარმატება, რაც ხდება ამ მიმართულებით,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.

დღის ამბები