25 აპრილი 2024,   20:48
ვრცლად
„არასერიოზულია და უფრო მეტად, ალბათ არაპროფესიონალური," - ცესკოს თავმჯდომარე "საია"-ს კვლევას არასერიოზულს უწოდებს 

"ხალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ კვლევას  არასერიოზულს უწოდებს ცესკოს თავმჯდომარე. თამარ ჟვანიას განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევისას, ყურადღება მხოლოდ მათ პროფესიონალიზმს ექცევა. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„არასერიოზულია და უფრო მეტად, ალბათ არაპროფესიონალური, როდესაც საია-ს ცალკეული წარმომადგენელი დაკავებულია ნათესაური კავშირების დადგენით, ნაცვლად იმისა, რომ დააკვირდნენ ამ ადამიანების საარჩევნო საქმიანობას. საარჩევნო ადმინისტრაცია ირჩევს ადამიანებს პროფესიული ნიშნით. ეს ადამიანების წლების განმავლობაში, შარშან, შარშანწინაც, იმის წინა წლებშიც მუშაობდნენ, აქვთ ძალიან დიდი საარჩევნო გამოცდილება და ჩვენ არ ვართ დაკავებული ნათესაური კავშირების დადგენით,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

შეგახსენებთ, საია-მ საარჩევნო კომისიებში არჩეული 73-ვე წევრის შესახებ ინფორმაცია შეისწავლა და დაასკვნა, რომ ხუთ შემთხვევაში არჩეული პირები "ქართული ოცნების" აქტივისტები, მხარდამჭერები არიან. 6 შემთხვევაში კი არჩეული პირები საარჩევნო კომისიის მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირში არიან. 

დღის ამბები